|
 2010 წლის 27 თებერვალს შსს
გენერალური ინსპექციის მიერ თანხის თაღლითური გზით გამოძალვის ფაქტზე, დაკავებულ
იქნა ქუთაისის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი პოლიციის უფროსი
ლეიტენანტი -მამუკა კაპანაძე, რომელმაც მოქალაქეს მცირე ბიზნესის დაწყებაში
დახმარებისა და მფარველობის მოტივით, თაღლითური გზით გამოსძალა ფულადი თანხა 100
ლარის ოდენობით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსექცია.
|
|
|
2010 წლის 2 თებერვალს შსს გენერალური ინსპექციის
მიერ ქრთამის აღების ბრალდებით, დაკავებული იქნა ბორჯომის სამმართველოს უბნის
ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი - არჩილ ანზორის ძე კალანდაძე, რომელიც მის
სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ხის გადამამუშავებელი საამქროების მეპატრონეებს
პირდებოდა ხელშეუხებლობასა და მოსალოდნელი პრობლემების მოგვარებას, რის სანაცვლოდაც
ქრთამის სახით სისტემატიურად იღებდა ფულად თანხებს.
ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენისათვის.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს
გენერალური ინსპექცია.
|
|
|
2009 წლის 6 დეკემბერს შსს გენერალური ინსპექციის
მიერ, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული იქნა თეთრიწყაროს რაიონის სამმართველოს
დეტექტივ-გამომძიებელი, პოლიციის პოლკოვნიკი - ბაგრატ მიხეილის ძე ქოჩორაშვილი. დაკავებული პოლიციელი სისტემატიურად აცილებდა
წალკა-თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მიმდინარე საგზაო სამშენებლო ობიექტიდან მოპარულ
დიზელის საწვავს, რის სანაცვლოდაც იღებდა გარკვეულ ფულად თანხებს. ერთ-ერთი
ავტომობილის გაცილების სანაცვლოდ, ბაგრატ ქოჩორაშვილმა მოქალაქისაგან ქრთამის
სახით, აიღო ფულადი თანხა 300 ლარის ოდენობით. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს
გენერალური ინსპექცია.
|
|
2009 წლის 25 ნოემბერს შსს გენერალური ინსპექციის მიერ დაკავებულ იქნა ქობულეთის
სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ჯემალ გოგმაჩაძე, რომელმაც ხე-ტყის
მასალის გაცილებისა და მოსალოდნელი პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ მოქალაქისგან
აიღო ფულადი თანხა 150 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას
აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
|
|
2009 წლის 3 ოქტომბერს შსს გენერალური ინსპექციის მიერ თაღლითობის ჩადენისფაქტზე დაკავებულ იქნა შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო სამეურნეო უზრუნველყოფის Mტ სამმართველოს სამეურნეო სამმართველოსა და მატერიალური რესურსების მართვის სამმართველოს ტრანსპორტის განყოფილების II ქვეგანყოფილების სპეციალისტი - ლევან რევაზის ძე ზარანდია.
|
|
|